ახალი ამბები
პურის ფასს უცვლელად ვინარჩუნებთ - ზუგდიდის საცხობები
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში პურის ფქვილი გაძვირდა. თუ რამდენიმე დღის წინ ერთი ტომარა 64 ლარი ღირდა, დღეს უკვე ფასმა 72 ლარამდე მოიმატა.

ფქვილის გაზრდილი ღირებულების მიუხედავად, პურის ფასი არ მომატებულა. 

პურზე ფასის ზრდას ჯერ არ გეგმავს შპს "ნაროს" მეპატრონე დავით ნაროუშვილი. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ ჯერჯერობით ელოდებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც ფქვილზე სუბსიდირებას შეეხება. 

"ვიცდით მაქსიმალურად. გვინდა, რომ არ მოვუმატოთ ამ მძიმე პერიოდში. რაღაც პერიოდი გვინდა გადავხედოთ და არ გავზარდოთ, სადამდეც გავქაჩავთ. მერე, როცა ვეღარ გავქაჩავთ და დახურვის პირას თუ ვიქენით, მაშინ ალბათ გავზრდით ფასს.

წინა პანდემიისას სუბსიდირება გაუკეთეს ფქვილს და მაგით გავიტანეთ თავი და მოვახერხეთ არ გავჩერებულიყავით. ახლა ფასი რომ გავზარდოთ, ხალხიდან გამომდინარე ცუდია. ყიდვა გაუჭირდებათ და ესეც დააწვება მეორეს მხრივ კომპანიას", - გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა.

დავით ნაროუშვილის თქმით, არის ვარაუდი, რომ ფქვილის ფასი ამ ღირებულებაზეც არ დარჩება. შექმნილ ვითარებაში კი მოგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ახლა მხოლოდ თავის გატანაზე მუშაობენ, რომ არ გაჩერდნენ, ნედლეულის ღირებულება გაისტუმრონ და ხელფასები გასცენ.

მისივე ცნობით, ფქვილზე ფასის მომატების მიზეზი სავარაუდოდ რუსეთში ხორბალზე შექმნილი დეფიციტია. ნაროუშვილისვე ინფორმაციით, ყაზბეგში დიდი რაოდეობით, ხორბლით დატვირთული მანქანებია გაჩერებული, რაც ასევე იწვევს დეფიციტს.

მისმა კომპანიამ 70 თეთრი პურის ფასი, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში გახადა.

პურზე ფასი ჯერ არც შპს "ლეკოს" გაუძვირებია. პურსაცხობის მეპატრონე ლევან ბეჭვაია ამბობს, აქვთ ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ფქვილის სუბსიდირებას შეეხება.

"ფქვილის ფასი ბოლო ერთ თვეში 10 ლარით გაიზარდა. სახელმწიფო ამბობს, რომ სუბსიდირებას გაუკეთებს ფქვილს. ორშაბათს ველოდებით, რა შედეგი იქნება. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, მოვუმატებთ თუ არა პურის ფასს.

ფქვილზე ფასის მატების მიზეზი, ხორბლის ფასის მატებაა ბაზარზე", - გვითხრა ლევან ბეჭვაიამ და განმარტა, რომ პურის წონა იგივე დარჩება და არ შემცირდება.

მისმა საცხობმაც დაახლოებით ერთი წლის წინ გააძვირა პური 70 თეთრამდე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუბსიდირებენ და პურის ფასი არ გაიზრდება.

ზუგდიდში პურის ფასი 2018 წელსაც გაძვირდა. პროდუქტზე ღირებულებამ მაშინ 10-15 თეთრით მოიმატა. მიზეზი ერთ ტომარა ფქვილზე ფასის ზრდა გახდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
21:24 / 23.01.2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
16:51 / 23.01.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
11:42 / 23.01.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
11:06 / 23.01.2022
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.