აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში
კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 ადამიანი
გარდაიცვალა. ორივე მათგანი 74 წლის იყო და ჰქონდათ გართულებული
ორმხრივი პნევმონია.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ჯამში აფხაზეთში კოვიდ 19-ის 5 883 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 81 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 678.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ჯამში აფხაზეთში კოვიდ 19-ის 5 883 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 81 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 678.