2 დღეში სამეგრელოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 2 დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში
კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა. რეგიონში სახელმწიფო
რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, ამ
ადამიანებს ჰქონდათ სხვა მძიმე დაავდებებიც. 3 მათგანი იყო ზუგდიდელი.
2 მარტვილის და ერთი ჩხოროწყუს მკვიდრი.
გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 რუხის კლინიკაში, 1 სენაკში და 1 ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა.
„გუშინ და დღეს სამწუხაროდ გარდაიცვალა სამი პაციენტი, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, გარდაცვლილებს ჰქონდათ თანმდევი დაავადებები“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსი 400 ადამიანს დაუდასტურდა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 147 კოვიდპაციენტი, მათ შორის 64 საშუალოდ მძიმე, ფოთის ჰოსპიტალში 42, მათ შორის 11 მძიმე. სენამედის კლინკაში 40.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 454. სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 119 ადამიანი.
ამავე პერიოდში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 4 426 დადასტურებული შემთხვევაა. 35 ადამიანი გარდაიცვალა, 3 721 პირი კი გამოჯანმრთელდა.
29 ნოემბრის მაჩვენებლით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული ჯამური მაჩვენებელია 132 368, მათგან 110 049 გამოჯანმრთელდა, 1 230 კი გარდაიცვალა.
ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ამჯერადაც დედაქალაქშია (1 802) გმოვლენილი. სამეგრელო-ზემო სვანეთი, დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებლით ქვეყანაში მეოთხე ადგილზეა.