მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები დროებით შეჩერდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული
სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ
რეჟიმზე გადადის.
ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე.
ოფიციალური ინფორმაციითვე, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე.
ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
24 საათში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 4 426 დადასტურებული შემთხვევაა. 35 ადამიანი გარდაიცვალა, 3 721 პირი კი გამოჯანმრთელდა.
29 ნოემბრის მაჩვენებლით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული ჯამური მაჩვენებელია 132 368, მათგან 110 049 გამოჯანმრთელდა, 1 230 კი გარდაიცვალა.
ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ამჯერადაც დედაქალაქშია (1 802) გმოვლენილი. სამეგრელო-ზემო სვანეთი, დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებლით ქვეყანაში მეოთხე ადგილზეა.