ჟანგბადის ორი გენერატორი რუხის კლინიკას გადაეცა
საქართველოში ჟანგბადების პრობლემა
რეალურად არის გადაჭრილი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე
ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი ინფორმაციით, რუხის საავადმყოფოში უკვე დამონტაჟდა ჟანგბადის
წარმომქმნელი აგრეგატი, რაც სრულად უზრუნველყოფს ამ კლინიკისთვის
საჭირო სრულ მოცულობას.
მინისტრი ამბობს, რომ დანადგარების დადგმა ასევე იგეგმება ბათუმის და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში.
"ყველა დანარჩენ კონცენტრატორთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. აუცილებლად ექნება ახალ ინფეციურ საავადმყოფოს თავისი დამოუკიდებელი ჟანგბადის წარმომქმნელი. განვიხილავთ სხვა საჭირო შესაძლებლობებს, თუ რომელ კლინიკას აქვს უფრო მეტად საჭიროება", - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ სულ ჟანგბადის 10 გენერატორი შეიძინა. აქედან 2 რუხის კლინიკაში დამონტაჟდა. თითო ერთ ტონას აწარმოებს.
დადასტურებული შემთხვევების რიცხვი საქართველოში 135 584-მდე გაიზარდა. სულ 113 986 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. გვაქვს გარდაცვალების 1 267 შემთხვევა.