გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულებს, კიდევ ერთი ჯგუფი დაემატა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას
დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს, დაემატა კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) პედაგოგები და 65
წლის და უფროსი ასაკის პირები. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრები მიმდინარეობს სანოფი პასტერის წარმოების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. მწარმოებელი ქვეყანა საფრანგეთია.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხორციელდება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
თუ ვინ არიან 2020–2021 წლის გრიპის სეზონისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკჯგუფები და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფები, ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.