დღეში 20 ათასი ტესტი გაკეთდება - მთავრობა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის
უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავას განცხადებით, საბჭოს
გადაწყვეტილებით, დღეიდან 1 თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით,
იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა. რაც გულისიხმობს რომ
სახელმწიფო დღეში გააკეთებს დაახლოებით, 20 ათას ტესტს, ამას
დაემატება კერძო ლაბორატორიების და კლინიკების მიერ ჩატარებული
ტესტირებები.
განსაკუთრებით ფართოვდება ანტეგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში.
2 დეკემბრის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 39 ადამიანი.