სესი რუხის კლინიკაში პაციენტების შესაძლო ინტოქსიკაციას იკვლევს
რუხის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ნაწილს ინტოქსიკაციის
ნიშნები აქვს.
ერთ-ერთმა პაციენტმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ის საკვებით მოიწამლა და დიარეა აქვს.
"ლაივპრესი" დაუკავშირდა კლინიკაში მოთავსებულ კიდევ რამდენიმე პაციენტს, რომელთაც გვითხრეს, რომ გუშინ საღამოს კლინიკაში საკვები არ მიუღიათ, ამიტომაც თავს კარგად გრძნობენ. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე პაციენტს აღენიშნებოდა დიარეა და ღებინება.
საავადმყოფოს ადმინისტრაცია ინტოქსიკაციის ფაქტს უარყოფს.
"თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. ინტოქსიკაცია არ ყოფილა. ღებინება და ფაღარათი ზოგადად ახასიათებს კოვიდს", - განაცხადა კლინიკური მენეჯერმა ნინო აკობიამ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი "ლაივპრესს" უთხრეს, რომ შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტს უკვე იკვლევენ.
"მივიღეთ ინფორმაცია რუხის კლინიკაში შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ და ჩვენი სამსახური გავიდა ადგილზე. აღებულ იქნა საკვების ნიმუშები და წყლის სინჯები, რომელთა გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ლაბორატორიაში, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება", - განაცხადეს სააგენტოს პრესსამსახურში.
ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 153 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი.