აფხაზეთს ვაქცინები საქართველოსგან არ მიუღია - სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის
ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია უარყოფს ინფორმაციას, რომ მათ
საქართველოსგან გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა მიიღეს. მისი
განმარტებით, ვაქცინა გადასცათ საერთაშორისო ორგანიზაცია "იუნისეფმა",
რომელიც ჩვეულებრივ მუშაობს ვაქცინაციის და მედიკამენტების
საკითხზე.
"საქართველოს მთავრობისგან ჩვენ არაფერს ვიღებთ. მით უმეტეს ჯანდაცვის სამინისტრო", - აღნიშნა მან.
ე.წ. მინისტრის კომენტარს "ნუჟნაია გაზეტა" ავრცელებს.
დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მათ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა გადასცეს.