ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში გარდაიცვალა კოვიდ ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი, თანმდევი დაავადებებით.

პაციენტი ზუგდიდის მცხოვრები იყო. ის 2 დეკემბერს, რუხის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა. 

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით საქართველოში, 45 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 387 გარდაცვალების შემთხვევაა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 274 დადასტურებული შემთხვევაა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეებში იმყოფება - 80 მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება - 150 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 85. სენამედის კლინიკაში იმყოფება - 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 8. ფოთის კლინიკაში იმყოფება - 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 11 პაციენტი.