ჩხოროწყუში სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურის გზაზე, სასწრაფო დახმარების
ავტომანქანა,
რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული პირი საავადმყოფოში
გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დაშავდა რამდენიმე პირი. მათ
შორის, სასწრაფოს ეკიპაჟის წევრები. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„საავადმყოფოში გადაყვანილია მძღოლი, ექთანი ექიმი და პაციენტი. დეტალებში ვერაფერს გეტვით“, - თქვა შემთხვევის ადგილზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ერთ-ერთმა ექიმმა ხვიჩა ლომაიამ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.