ზამთრის სეზონის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე
ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან
ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა
ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე.