ანტიგენის ტესტებით ბოლო 24 სააათში კორონავირუსი 1400 პაციენტს დაუდასტურდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
გაფართოებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ანტიგენის ტესტებით
ბოლო 24 სააათში კორონავირუსი 1400 პაციენტს დაუდასტურდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომიმ შემთხვევაში თუ პირს ანტიგენის ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდება ოჯახის ექიმთან უნდა დარეკოს. 112-ს კი მაშინ უნდა მიმართოს, როდესაც მდგომარეობა მძიმეა და თვლის, რომ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჩართვაა საჭირო.
მინისტრის მოადგილის სიტყვებით, ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც სიმპტომები აქვთ. მანვე აღნიშნა, რომ ტესტი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის.
„ამ შემთხვევაში პირველი კონტაქტი არის ოჯახის ექიმი, მისი რჩევით მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა, რომ პაციენტმა თვითიზოლაცია უზრუნველყოს. დადასტურებული პირები ბინაზე უნდა დარჩნენ, დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. პაციენტი სწრაფად იგებს პასუხს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სწარფ ტესტებს, მისი ინფორმაციით, 3 დეკემბერს საქართველოში 17 ათასამდე სწრაფი და პისიარ ტესტი გაკეთდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
4 დეკემბერს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა - 5068 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში კი ეს მაჩვენებელი 152 704-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 126 904 მოქალაქე. გარდაცვლილია 1 425 პაციენტი.