ბადრი ესებუა შესაძლოა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადონ
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში
"საქართველოს ბანკზე"
თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის
და დაკავების რონისძიება გრძელდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადოს, გომელაურმა თქვა: "ალბათ გამოვაცხადებთ".
მისივე თქმით, ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ადრეც ხდებოდა.
"შემთხვევების გახშირება არის 10 ან 20 შემთხვევა რომ მოხდება, ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა რაც მოხდა, დავაკავეთ",- განაცხადა გომელაურმა.
21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა. პირმა ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
თავდამსხმელმა შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავა. მოგვიანებით, მან მძევლები გაუშვა, თავად კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს ბრალდებულს. მათი ინფორმაციით, ეს არის ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მცხოვრები, 32 წლის ბადრი ესებუა. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
გამოძიება 236-ე, 323-ე, 329 - ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა - შენახვას და ტარებას გულისხმობს.