„დინამო“ ზუგდიდმა თბილისის „შევარდენს“ მოუგო
მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში "დინამო"
ზუგდიდმა განმუხურის სტადიონზე თბილისის "შევარდენი" მიიღო და
დაამარცხა.
მატჩის პირველი გოლი პირველი ნახევრის ბოლოს გავიდა. გოლი ადგილობრივი გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი ჭანუყვაძემ გაიტანა.
ანგარიში ორამდე მეორე ტაიმის საწყის წუთებზე გაიზარდა. მასპინძლთა შეტევისას, შევარდენის რიგებიდან ზურაბ არზიანმა, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში ისევ გიორგი ჭანუყვაძემ დააფიქსირა - 3:0.
ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე ათი გუნდიდან, "დინამო" ზუგდიდი 22 ქულით მეექვსე ადგილზეა.