ახალი ამბები
ე.წ. სოხუმის დინამო ვერ ითამაშებს ამხანაგურ მატჩს - სოხუმის „დინამო“ აფხაზების შეთავაზებაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
"დინამო" სოხუმი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აფხაზეთში, ოკუპაციის პირობებში მოქმედ იგივე სახელწოდების გუნდს თბილისის "დინამოსთან" ამხანაგური მატჩის გამართვა სურს. მათი თქმით, უნდა შედგეს მსგავსი სახის თამაშები, რაზეც თავდ მუშაობენ, მაგრამ განიხილავენ ნებისმიერ შეთავაზებას - ჩავიდნენ აფხაზეთში და ითამაშონ ადგილობრივ გუნდებთან და არა პირიქით.

"აქვე მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ ვერანაირი ე.წ. სოხუმის დინამო ვერ ითამაშებს ვერანაირ ამხანაგურ მატჩს, რადგან ბუნებაში ერთი სოხუმის "დინამო" არსებობს, რომელიც სადღეისოდ ფუნქციონირებს საქართველოს დედაქალაქში, ქალაქ თბილისში და არის სფფ-ს (ფიფა-ს, უეფა-ს) იურიდიული სუბიექტი!

ნებისმიერი სეპარატისტული გუნდის თბილისში სტუმრობა, ფიფა-სგან და უეფა-სგან განხილული იქნება ჩვენს მიერ მათ ირიბ აღიარებად და მათგანაც შესაბამისი რეაქცია არ დაახანებს!", - ნათქვამია განცხადებაში.

კლუბისვე განმარტებით, ისინი ბევრს აკეთებენ აფხაზ და ქართველებს შორის ურთიერთობების დალაგების და შერიგებისთვის, და ამას აკეთებენ არა საჯაროდ, რადგან ფიქრობენ, რომ მსგავსი თემებით არაკვალიფიციური მანიპულირება ხელს შეუშლის ასეთი პროექტების განხორცილებას.

"ჩვენ წლების განმავლობაში ვერთიანდებით ქართული იდეის გარშემო და ვაკეთებთ ქართულ საქმეს!

სოხუმის "დინამო" ისტორიულად არის წმინდა ქართული საფეხბურთო კლუბი და ისტორიულადვე სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელების მეგობრული თანაცხოვრების შესანიშნავ მაგალითს იძლეოდა ყოველთვის!

"ეს არის მიზანმიმართული პროოკაცია! იმ ფაქტორის გათვლისწინებით, რომ ტროლების სამჭედლო, ე.წ. "ერთიანი საქართველო", წლების განმავლობაში ახდენდა ჩვენი კლუბის დისკრედიტაციას, პირად მიმოწერაში, თუ კომენტარებში, როგორც კლუბის ოფიციალურ გვერდზე, ასევე მთავარი მწვრთნელის დავით თაქთაქიშვილის ფეისბუქ გვერდზე, სადაც ახდენდა ბულინგს, იმ ადამიანების მიმართ, საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამდა!

მაშინ, ჩვენ ეს, მიზეზთა, გამო რეაგირების გარეშე დავტოვეთ!
აღნიშული "ნაშრომის" ავტორი არის ადამიანი, რომელიც გახლავთ ხსენებული ჯგუფის ინტერესების მატარებელი, რასაც აფიქსირებდა ყველგან და ყოველთვის!

ეს გვაფიქრებინებს, რომ კიდევ ერთხელ, ადგილი აქვს მიზანმიმართულ პროვოკაციას და ამის უკან დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები და ცდილობენ თემის ირგვლივ შექმნან პოლიტიკური გარემო!

ამ განცხადებებით კლუბს მიადგა დიდი მორალური ზიანი! დღეს დილიდან გვირეკავენ ოკუპირებული ტერიტორიიდან. შინაარს რა თქმა უნდა არ დავწერთ!...

კლუბი აცხადებას, რომ ყველა მცდელობას, რომ მოხდეს "დინამო" სოხუმის სახელის დისკრედიტაცია, აღკვეთავს! არავის მისცემს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, შებღალოს კლუბის სახელი და ირიბად თუ პირდაპირ წაახალისოსს სეპარატიზმი! ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეუქმნას საფრთხე!

ჩვენი კლუბი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრია და შესაბამისად იმყოფება ფიფას და უეფას მიერ აღიარებულ იურისდიქციაში! ვართ 95 წლის მქონე ისტორიული გუნდის სამართალმემკვიდრე!

ყველა ამ ფაქტორის გათვლისწინებით, მივმართავთ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამოფარებულია ე.წ. "ერთიანი საქართველოს" უკან - შეეშვან პოლიტიზირების მცდელობას ამ თემის ირგვლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი მიიღებს კანონით გათვლისწინბულ ყველა ზომას, "დინამო" სოხუმის ინტერესების დასაცავად და ასევე შეგახსენებთ რომ "დინამო" სოხუმის არის საქართველო და საქართველოს ღირსების შელახვას არ ვაპატიებთ არავის!", - ვკითხულობთ კლუბის გავრცელებულ განცხადებაში.

საფეხბურთო მენეჯერი ირაკლი ხვედელიანი აცხადებს, რომ სწორედ ის ესაუბრა ასტამურ ადლეიბას, რომლისგანაც მიიღო შეთავაზება, დახმარება გაეწია ამხანაგური მატჩის გასამართად თბილისის "დინამოსთან", ან ეროვნული ლიგის რომელიმე წამყვან გუნდთან. საფეხბურთო მენეჯერმა მას მემორანდუმის მომზადება შესთავაზა, რომლის თანახმადაც, შესაბამისი პირობების დაცვით უნდა შედგეს შეხვედრა.

ირაკლი ხვედელიანს "ლაივპრესი" ესაუბრა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.