ახალი ამბები
რომან თოლორდავას ცემის საქმეზე, ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომლებს გირაო შეეფარდათ
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოტოგრაფ რომან თოლორდავას ცემის საქმეზე, მერიის ააიპ-ის თანამშრომლებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ძმას, ირაკლი ქუთელიას გირაო შეეფარდათ. ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.

საქმე ეხება ზაფხულში მომხდარ დაპირისპირებას, რომელშიც ქუთელიას გარდა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დიმიტრი ფაცაცია და ააიპ-ის თანამშრომელი ლევან ხუფაცარია ფიგურირებენ. ბრალდებულების ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სამივე მათგანს 2-2 ათასი ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.

მისივე თქმით, რომან თოლორდავა ირაკლი ქუთელიას და დიმიტრი ფაცაციას ძალადობას ედავება, ლევან ხუფაცარიას კი მუქარას სიცოცხლის მოსპობაზე. თუმცა ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ჩხუბი მოხდა ფოტოგრაფს და ქუთელიას შორის, დანარჩენი ორი კი უბრალოდ მათ აშველებდა, რასაც კამერის ჩანაწერებიც მოწმობს.

იოსებ ჯანაშიას ცნობით, დაპირისპირება ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ, ის ამბობს, რომ ირაკლი ქუთელიას სამსახურიდან გაშვება სწორედ თოლორდავას ბრალი იყო და ეს იმიტომ გააკეთა, რომ მის ადგილას თავისიანი დაესაქმებინა. შემდეგ კი, შემთხვევით ფოტოგრაფის სახლთან ნახეს ერთმანეთი. საუბრის დროს, ადვოკატის განცხადებით, თოლორდავამ შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი ქუთელიას, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

"ხარებავების კომპანია ჩხოროწყუში. იქ მუშაობა ქუთელია. თაფლის წარმოებაში იყო ჩართული, ფუტკრის მეურნეობა ჰქონია. მისი უფროსი იყო. თოლორდავამ იმდენი გააკეთა, რომ გააგდებინა სამსახურიდან. შემდეგ ქუთელია სამსახურიდან გაშვებაზე ედავებოდა სამოქალაო წესით. პერსპექტიული სარჩელია. კაცს ჩხუბი თუ უნდოდა, ცოლ-შვილს რატომ წაიყვანდა?", - ამბობს ადვოკატი.

თავად რომან თოლორდავას მომხდარზე საუბარი არ სურს.

მომდევნო პროცესი იანვარშია ჩანიშნული.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.