ახალი ამბები
ჩემს შვილს მერიის წარმომადგენლები ციხით დაემუქრნენ - ზუგდიდელი ბიზნესმენი
FaceBook Twitter
E-mail Print
ბიზნესმენი მანანა მიქავა ამბობს, რომ ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები მის შვილს ციხეში ჩასმით დაემუქრნენ. შვილს მომხდარზე საუბარი არ სურს, ამიტომაც ამ ყველაფერზე დედა გვიყვება.

კერძოდ, როგორც მანანა მიქავა ამბობს, შპს "აკვაპარკის" ტერიტორიაზე, რომელიც უკვე წლებია დავის საგანია მას და მერიას შორის, გუშინ, 8 დეკემბერს იმყოფებოდნენ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია და ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსმა მიხეილ ჭკადუა, როგორც მათ აღნიშნეს, გარკვეული სამუშაოების საწარმოებლად.

მანანა მიქავას თქმით, შვილმა უთხრა, რომ აქ ვერანაირ სამუშაოს ვერ განახორციელებდნენ, სანამ სასამართლო დავა ჯერ კიდევ გრძელდება.

"შენ ვინ გეკითხება, მე რას გავაკეთებო. ჭკადუას უთქვამს. გიგა მელიამ კი თქვა, რომ ჩვენ იმდენს გავაკეტებთ, იცი რას გიზამთო? სადაც დედაშენი იჯდა (ციხეში), ამ დღეებში იქ ჩაგსვამთო. მაშინებენ რომ შვილს ციხეში ჩამისვამენ. რატომ უნდა ჩასვას გიგა მელიამ ჩემი შვილი ციხეში, როცა არაფერს არ აშავებს. სასამართლო პროცესი მიდის. ორი პროცესი მოგებული მაქვს. დაველოდოთ ხომ ბოლო პროცესს, რა იქნება", - უთხრა მანანა მიქავამ "ლაივპრესს".

ის კვლავ ირწმუნება, რომ მისი მიწის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესია, რასაც ბრალდების ადრესატები უარყოფენ. განმარტავს, რომ დათმობას არ აპირებს და ბრძოლას სამართლებრივი გზით განაგრძობს.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მანანა მიქავას შვილს არავინ დამუქრებია და ეს ინფორმაცია სიცრუეა.

რაც შეეხება პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში "ლაივპრესს" განუმარტეს, ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. მათ შორის წესრიგდება სანიაღვრე არხები. იმ ტერიტორიაზეც, რომელზეც მანანა მიქავა საუბრობს, მხოლოდ მილის გამოცვლის სამუშაოები მიმდინარეობს, სხვა სახის სამუშაოები იქ არ წარმოებს.

ბიზნესმენისგან განსხვავებით, მერიაში ამბობენ, რომ მიწა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

მანანა მიქავა ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წლებია დავის საგანია შპს "აკვაპარკს" და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა ბიზნესმენმა 2008 წელს შეიძინა. აქ მას აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა ამბობს, რომ ვალდებულები დაპატიმრების გამო ვერ შეასრულა. ის მაშინ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და "ლაზიკა კაპიტალისგან" დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლეს.

მანანა მიქავა 2013 წელს გათავისუფლდა. ამ დროისთვის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. მოგვიანებით ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებაზე სასამართლო დავაც მოუგო.

მიწის დაბრუნების მოთხოვნით მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.

ცოტა ხნის წინ სადავო ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობა დააანონსა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.