ახალი ამბები
ნაჭყებიების ოჯახს ჭკადუაშიდან, ჩიჩილაკების გაყიდვაში დაეხმარებიან
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ ჭკადუაშში მცხოვრებ ჩიჩილაკების ოსტატ ოჯახს, ახალგაზრდები კამპანია "ზამთრის მარაგის" ფარგლებში დაეხმარებიან. სამოქალაქო ატივისტები მარიამ სიჭინავა და ცაბუნია ვართაგავა, მოხალისეებთან ერთად, მათ ჩიჩილაკების გაყიდვაში გაუწევენ დახმარებას.

მარიამმა გვითხრა, რომ ნაჭყებიების ოჯახი სწორედ "ლაივპრესის" სიუჟეტიდან გაიცნეს. კამპანიის დაანონსების შემდეგ, ბევრი მსურველი დაუკავშირდათ ჩიჩილაკების შესაძენად. მსურველები აღმოჩნდნენ არამარტო ზუგდიდიდან, არამედ ხობიდან, თბილისიდან და გერმანიიდანაც კი.

თორნიკე ნაჭყებიას, რომელიც ძმასთან და მამასთან ერთად ამზადებს ჩიჩილაკებს, უკვე ესაუბრნენ ტელეფონით. გვითხრა, რომ ბიჭები მზად არიან შეკვეთებზე იმუშაონ. ყველაზე კარგი ამ ამბავში, მარიამ სიჭინავას თქმით ის არის, რომ ეს ადამიანები ფიქრობენ დეტალებზე, როგორიცაა - თქვენ რამდენი გიღირთ? რამდენს გადაიხდიან? ძალიან ბევრი რომ ვუთხრათ, იქნებ ვერ გადაიხადონ.

ჭკადუაშში ჩასვლას და 60-მდე ჩიჩილაკის წამოღებას სამოქალაქო აქტივისტები დღეს გეგმავენ. თანხის ნაწილს აუტანენ, დანარჩენს კი მოგვიანებით გადაურიცხავენ.

"გვაქვს სპეცშეკვეთებიც. დიდი ჩიჩიკალები უნდათ, მაგალითად მეტრიანები, მეტრ-ნახევრიანი და ორიანი. გერმანიაშიც მიდის რამდენიმე ჩიჩიკალი. დანარჩენი, ჩვენი მეგობრები არიან თბილისიდან, რომლებიც კამპანიაში ჩაერთნენ და მათაც იყიდეს. გავუგზავნით. ყველანაირად ვეცდებით, რომ საახალწლოდ ამ ბიჭებს ის თბილი ოთახი, რომელიც უნდათ, ქონდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამაში", - აღნიშნა მარიამ სიჭინავამ.

მისი თქმით, ჭკადუაშიდან ჩიჩილაკებს ქალაქ ზუგდიდამდე თავად ჩამოიტანენ და შემდეგ მეგობრების, ნაცნობების დახმარებით, ვინც სურვილს გამოთქვამს, შენაძენს მყიდველებს მიაწვდიან. მოხალისეობის მსურველი ძალიან ბევრიაო, გვითხრა მარიამმა.

მას შემდეგ, რაც უკვე შეკვეთილ ჩიჩილაკებს დაარიგებენ, მეორე ეტაპს დაიწყებენ ჰეშთეგით #იყიდე ჩიჩილაკი, რომ ნაჭყებიების ოჯახს რაც შეიძლება მეტის გაყიდვაში დაეხმარონ.

ზუგდიდის სოფელ ჭკადუაშში მცხოვრებ ოჯახზე მასალა "ლაივპრესმა" მოამზადა. ოჯახი ოც წელზე მეტია ამ საქმეს მისდევს, თუმცა პანდემიის პირობებში ეს მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, თუ არ ჩავთვლით სოციალურ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან.

ნაჭყებიები ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ შარშან, 25 დეკემბერს დარჩნენ, როცა სახლი დაეწვათ. ახლა ახლადაშენებულ, მაგრამ დაუსრულებელ სახლში, მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ჩიჩილაკების გაყიდვით შეგროვებული ფულით, ოჯახი ახალ წლამდე ერთი ოთახის მოწყობას გეგმავს.

რაც შეეხება კამპაიას "ზამთრის მარაგი", ის ახალგაზრდებმა დაიწყეს სოციალურად დაუცველი და მძიმე პირობებში მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.