ზუგდიდში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს აქტივისტები ეხმარებიან
ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაზარალებული სოციალურად დაუცველი
ოჯახისთვის აქტივისტებმა
მარიამ სიჭინავამ და ცაბუნია ვართაგავამ, საჭირო ნივთების შეგროვება
დაიწყეს.
მარიამ სიჭინავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ოჯახს დროებითი თავშესაფრი აქვს. სხვების დახმარებით მათ დღეს ჭურჭელი და საკვები მიუტანეს.
"მათ დასახმარებლად ლამის მთელს ქალაქს მოჰქონდა ოფისში ნივთები. მოვაგროვეთ და დღეს მივუტანეთ ტანსაცმელი, საჭმელი. ხვალ საბანს, ლოგინს და სხვა დანარჩენ საჭირო ნივთებს მივუტანთ. ვისაც ოფისში ვერ მოაქვს იქით მივდივართ, რომ წამოვიღოთ", - ამბობს მარიამი.
ზუგდიდში დღეს, ტერენტი გრანელის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ოჯახს 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.
მარიამ სიჭინავა და ცაბუნია ვართაგავა სოციალური კამპანიის ზამთრის მარაგი ზუგდიდის ორგანიზატორები არიან. ისინი სხვა მოხალისეებთან ერთად, აგროვებენ ფულს, საკვებს, თბილ ტანსაცმელს, რომ შემდეგ გაჭირვებულ ოჯახებს გაუნაწილონ.
ისინი ზუგდიდის სოფელ ჭკადუაშში მცხოვრებ, პანდემიის გარეშე უმუშევრად დარჩენილ ოჯახს ჩიჩილაკების გაყიდვაში დაეხმარნენ.