კორონავირუსით ჩხოროწყუს მცხოვრები ქალი გარდაიცვალა
ახალი კორონავირუსით სამეგრელოს კიდევ ერთი მცხოვრები გარდაიცვალა.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
გარდაცვლილია 62 წლის ქალი, ჩხოროწყუს მკვიდრი. პაციენტი გარდაიცვალა
სენაკში, კლინიკა "არქიმედეში".
რაც შეეხება კოვიდ პაციენტების რაოდენობას სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებში:
რუხის კლინიკაში მკურნალობს 153 კოვიდ პაციენტი. მათ შორის 85-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 11-ის კი მძიმე.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 31 პაციენტი იმყოფება. მძიმეა 4-ის მდგომარეობა.
ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს. აქედან 11 მძიმე.
სენამედის კლინკაში 39 ინფიცირებულია მოთავსებული. მათ შორის მძიმეა 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში კი 28 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათში, რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 114 პირი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 108 ადამიანი.