თბილი ზამთარი ოთხფეხა მეგობრებს - ძაღლებისთვის სახლების ასაშენებლად აქცია მიმდინარეობს
ზამთრის ცივ დღეებში მიუსაფარი ძაღლების გადასარჩენად ზუგდიდის
ქუჩებში სახლები განთავსდება. აქციის ჩასატარებლად სოციალური კამპანია
- თბილი ზამთარი ოთხფეხა მეგობრებს მიმდინარეობს, რომელშიც ჩართვის და
საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მსურველს.
ინსტრუქცია მარტივია და განთავსებულია ვებ-გვერდზე orbelianimeti.ge-ზე.
შეგროვებული თანხით ძაღლებისთვის გაკეთდება მინიმუმ 10 სახლი, რომლებიც ზუგდიდში იმ ადგილებში განთავსედება, სადაც ქუჩაში მცხოვრები ძალღების დიდი რაოდენობა იყრის თავს.
იდეის ავტორმა ნანა გოგოხიამ „ლაივპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ თუ საჭირო თანხის მოგროვება მოხერხდება, სახლებს ახალი წლის დღეებში განათავსებენ.
ზუგდიდი პირველი ქალაქია სადაც ეს აქცია განხორციელდება. ქალაქი მიუსაფარი ძაღლების სიმრავლის გამო შეირჩა:
„ზუგდიდი პირველი ქალაქია. სხვაგან ჯერ-ჯერობით არ მიფიქრია, მაგრამ თუ ზუგდიდში გამოგვივა, სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში აუცილებლად გადავალთ. ამ ჯერზე ვცადეთ ზუგდიდში. სახლებს ადგილზე ეყოლებიან პატრონები, რომ არ მოიპარონ ან არ განადგურდეს. ამიტომ წინასწარ, კარგად შერჩეულ ადგილებზე ვაპირებთ განვათავსოთ“, - გვითხრა ნანა გოგოხიამ.
კამპანიის ავტორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეძლებისდაგვარად შეიტანოს წვლილი ქუჩაში უპატრონოდ მყოფი ძაღლების გადარჩენაში.
„მიუხადავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოგვარდეს, როდესაც სახელმწიფოში კომპლექსური მიდგომა გაჩნდება ცხოველთა თავშესაფრების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც შეგვიძლია საკუთარი ძალებით აღიშნული პრობლემის მცირედით მოგვარება მაინც!

გვჯერა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც საზოგადოების წევრების აქტივობას, კეთილგონოერებასა და სულგრძელობას!
გვსურს, საზოგადოების დახმარებით ზუგდიდში მყოფი მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლების გაკეთება, რომლებიც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს იხსნის ცივი ზამთრისგან!
მათი სიცოცხლე კეთილი ადამიანების ხელშია.
მაშინ, როდესაც მათი უმრავლესობა სიცივით დაუძლურებულები და გაყინულია, ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ერთგული მეგობრების გადარჩენა და დახმარება!“, - ნათქვამია კამპანიის აღწერილობაში.
მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლების მოწყობის ინიციატივით მანამდე ზუგდიდის მცხოვრები ნონა ნაჭყებია გამოვიდა.
ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობის აუცილებლობაზე, ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში, ზუგდიდის საკრებულომ დაიწყო საუბარი, თუმცა ბიუჯეტში თანხის არ არსებობის გამო, პროექტი ვერ განხორციელდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის მუხედავად, თავშესაფრის მშენებლობის ხარჯი ზუგდიდის მერიამ არც 2016 და არც 2018 წლის ბიუჯეტში არ გაითვალისწინა. მოქალაქეებმა 2018 წელს, რეგიონული განვითარების სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში თავშესაფრების მოწყობას დაიწყებდნენ.