როგორი ამინდი იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთში 21-27 დეკემბერს
სამეგრელოს მუნიციპალიტეტბის უმრავლესობაში დღეს
დღის ბოლომდე წვიმა შენარჩუნდება, მესტიაში კი თოვა. ნალექის
ინტენსივობა ღამით შესუსტდება. ხვალ, 22 დეკემბერს, დღის პირველ
ნახევარშია მოსალოდნელი ცალკეულ რაიონში წვიმა, მესტიის ტერიტორიაზე
კი სუსტი თოვა.
მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. დაბლობში 12-14 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 5-7 გრადუსი სითბო. მესტიაში 0+2 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ უკვე 23 დეკემბერს ელოდებიან ტემპერატურის კლებას. უმეტეს რაიონში მოწვიმს. შესაძლოა მთიან რაიონებში თოვლ-ჭყაპი დაფიქსირდეს. დაბლობ რაიონებში იწვიმებს. მესტიაში სინოპტიკოსები ინტენსიურ თოვას პროგნოზირებენ. ასეთი ამინდი შენარჩუნდება 24 დეკემბერს, დღის პირველ საათამდე.
23-24 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 5-7 გრადუსამდე. მთიან რაიონებში -1და +4 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში -5 და 0 გრადუსი.
"25 დეკემბრიდან გამოიდარებს. მაგრამ ღამით შესაძლოა დაბლობში ყინვა გაძლიერდეს დაახლოებით -2 გრადუსამდე. მთაში -5, მაღალ მთაში კი, მესტიაში -8,-11 გრადუსი ყინვა იქნება. უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს ღამითაც. დღის ტემპერატურამ შესაძლოა 16-17 გრადუსამდე მოიმატოს", - გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.