ახალი ამბები
რუხის კლინიკაში მოწვეული ექიმებისთვის ბიუჯეტიდან 40 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერიამ რუხის კლინიკაში მომუშავე ექიმების სასტუმროს და კვების მომსახურებაზე დეკემბერში 3 ტენდერი გამოაცხადა, რაზეც ჯამში 40 ათას 526 ლარი გამოყო სარეზერვო ფონდიდან.

15 დეკემბერს გამოცხადდა 15 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე. მანამდე, კვებაზე 520 ლარი, 2 დეკემბერს კი, ასევე სასტუმროს მომსახურებაზე 25 ათასი ლარი.

მერიას გამარტივებული შესყიდვით ტენდერის გამოცხადებაზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიმართა.

"საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის - სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელის ბატონ მალხაზ თორიას 2020 წლის 11 ნოემბრის წერილით ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, კორონავირუსის (ჩOVID-19) ფართო გავრცელებასთან დაკავშირებით, შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რუხის ფილიალში" სამედიცინო პერსონალის გაზრდილი რაოდენობის საჭიროების გათვალისწინებით, ეთხოვა მობილიზებული სამედიცინო პერსონალის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით სასტუმროში დაბინავებისა და კვებითი მომსახურების განხორციელება", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში, თუმცა რამდენი ექიმისთვისაა სასტუმროს და კვების ხარჯები ამაზე ინფორმაცია მოცემული არ არის.

მოგვიანებით, სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ საუბარია მედპერსონალის 22 წარმომადგენელზე, ვის მომსახურებაზეც ტენდერი გამოცხადდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ისინი მოიწვიეს თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან. მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით საჭირო გახდა დაბინავების ორგანიზება და კვებით უზრუნველყოფა.

ხელშეკრულებები დაიდო მიმწოდებლებთან შპს "გრანდი" და ინდივიდუალური მეწარმე "მაია მიქავა".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.