ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე - გახარია
მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის,
პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა
პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და
ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ
2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, - ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში,
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი სიტყვებით, ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას როგორც მთავრობის, ისე - პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა - როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე“, - განაცხადა გახარიამ.
საქართველოს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.