ახალი ამბები
გახარია ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისას დაშვებულ შეცდომებში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისას დაშვებულ შეცდომებში პრემიერობის კანდიდატი ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატ ლევან კობიაშვილის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, სადაც მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

გახარია ამბობს, რომ სერიოზული შეცდომები დაუშვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ თავის დროზე, რომლის გამოსწორებაზეც ბევრი რესურსი, დრო და ადამიანური კაპიტალი დაიხარჯა. პრემიერობის კანიდატი ფიქრობს, რომ ეს საქმე გამოსაძიებელია.

"ზუგდიდის სტადიონი ჩვენ ძალიან გვტკივა. გულწრფელად გეუბნებით. რამდენი წელი, ცოტა პროგრესი. შემდეგ სერიოზული შეცდომები იყო ადგილობრივი ხელისუფლების თავის დროზე დაშვებული, რომლის გამოსწორებაც რესურსიც ბევრი დაჯდა, დროც და ადამიანური კაპიტალიც. საერთოდ გამოსაძიებელია ეგ საქმე, მე თუ მკითხავთ. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, აი პირველ ეტაპზე ამხელა რესურსი რომ იყო დახარჯული. ახლაც გარკვეული პროცესები მიმდინარეობს. ისე არ მიმდინარეობს, როგორც ზუგდიდელებს დააკმაყოფილებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სტადიონის მშენებლობა მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე ვადებში დასრულდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ეცდებიან, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ყველას შესაბამისი პასუხი მოსთხოვონ.

რა ეტაპზეა დღეს უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა, რას ფიქრობენ პრემიერობის კანდიდატის ბრალდებაზე, პასუხს "ლაივპრესი" ზუგდიდის მერიისგან ელოდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში გამოავლინა. ამ სამუშაოებისთვის 10 მილიონი ლარი გამოიყო.

მშენებლობა თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გასული წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა გადავადდა პროექტში შესული კორექტირების გამო. სულ ამისთვის 20 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო.

ძირითადი სტადიონის შენობაში ხარვეზები ფრაქცია ენმ-მ მონიტორინგის დროს, 2019 წლის იანვარში აღმოაჩინა და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ჟურნალისტებს სტადიონის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ჭერი ჩამოშლილი დაგვხვდა. კერძოდ, სადაც საპირფარეშოებია მოწყობილი, ჭერი თითქმის სრულად იყო ჩამოშლილი, მეორეგან, სადაც საშხაპეებია, სანახევროდ. ოთახებსა და დერეფანში ნესტის სუნი იდგა.

მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოები როცა სამშენებლო კომპანია "დაგისგან" ჩაიბარეს, მსგავსი პრობლემები არ ყოფილა და ეს ვითარება, რაც იქ ვნახეთ, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ განმარტა, რომ თუ გამოიკვეთებოდა უხარისხო მშენებლობის საკითხი, შემსრულებელი აუცილებლად დაისჯებოდა.

პირველი ეტაპის სამუშაოები "დაგმა" შეასრულა.

მოგვიანებით კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრა.

ამას გარდა, მოსარღვევი იყო ბეტონის კედელი, რომელიც ხელს უშლიდა მაყურებელს, კონკრეტული ადგილიდან სტადიონის ერთი კუთხე სრულად დაენახა.

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.