ზუგდიდელი ძალოსნების ორი ოქრო და ორი ვერცხლი საქართველოს თასზე
დუშეთში მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს თასზე,
ზუგდიდელმა გოგა ჩხეიძემ პირველი ადგილი დაიკავა. ის 67 კილოგრამ
წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და 130 და 168 კილოგრამი, ჯამში 298
კილოგრამი სიმძიმე დაძლია.

მისმა ძმამ, ასევე ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ 96 კილოგრმ წონით კატგორიაში იასპარეზა. დაძლია 161 დ 197 კილოგრამი, მთლიანობაში 358 კილოგრამი და პირველ ადგილს დაეუფლა.

მათმა ბიძაშვილმა, ასევე ზუგდიდელმა გიორგი ჩხეიძემ ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზემ დაძლია 175 და 221 კილოგრამი სიმძიმე. ჯამში 396 კილოგრამი. ამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ლაშა ტალახძემ დაიკავა.

ამასთან, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ ესართია მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. სპორტსმენმა 115 დ 143 კილოგრამი აწია. სულ 258 კილოგრამი.