ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარეა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მეცხრე ყრილობაზე ნიკა მელია
პარტიის თავმჯდომარედ აირჩია. მელიამ თანაგუნდელებს მადლობა
გადაუხადა. მისი თქმით, სხვადასხვა დროს ბევრი წასულა პარტიიდან, და
მათ არჩევანს პატივი უნდა სცენ, მაგრამ ისმის კითხვა, ამ ყველაფრის
მიუხედავად, როგორ ხდება, რომ ენმ არ სუსტდება, პირიქით,
ძლიერდება.
ნიკა მელიას განმარტებით, მიზეზი მრტივია - "ნაციონალური მოძრაობა" ეროვნული მოძრაობის გაგრძელებაა და არა პერსონების მოძრაობა.
"ნაციონალური მოძრაობა" არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს. ეს არ არის პერსონების მოძრაობა. "ნაციონალური მოძრაობა" არის მეტი, ვიდრე პარტია. ის, რაც 2012 წელს შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ", ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა "ქართულმა ოცნებამ" და სულ ახლახანს არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება", - განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.
მანამდე ელექტრონული კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13 491 ხმა) მიიღო, ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7 288 ხმა).
2017 წლიდან პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელმაც 15 დეკემბერს პარტია და პარტიული თანამდებობები დატოვა. მან გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ფეისბუკ პოსტით ამცნო. ის წერდა, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.