ტესტირებაში სასულიერო პირები, ტაქსის მძღოლები და ბაზრობებზე მომუშავეები ჩაერთვებიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან
გამყრელიძის განცხადებით,
საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ტესტირების გაფართოების
შესახებ.
გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
"განხილული იქნა იანვრის განმავლობაში ტესტირების გაიოლება - გაფართოების საკითხი. როგორც ანტიგენის, ასევე პისიარ ტესტირებაში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, ვინაიდან როცა ტრანსპორტი არ მუშაობს, მათ მოსახლეობასთან ყველაზე მეტი შეხება აქვთ. ასევე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ტესტირებაში ჩვენი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. მოგეხსენებათ, ამ ხსნის განმავლობაში სხვადასხვა რელიგიური რიტუალი იქნება. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება რამდენიმე ღია ბაზრობას, საკოლმეურნეო ბაზრობაზეა საუბარი - სასურსათო ბაზრობაზე იქნება ტესტირება ჩატარებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
2 დეკემბრიდან საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ყოველდღიურად 20 000 ტესტის ჩატარება.