ახალი ამბები
კორონავირუსით სამეგრელო-ზემო სვანეთის ორი მცხოვრები გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ფოთის მცხოვრები, 68 წლის მამაკაცი რუხის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა.

ასევე, 89 წლის ასაკში ვიუსს 89 წლის მამაკაცი ემსხვეპლა. აბაშის მკვიდრი თერჯოლის კოვიდ ცენტრში გარდაიცვალა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 94 კოვიდ პაციენტი.

ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალში 23 პაციენტი მკურნალოს. მათ შორის მძიმეა 4.

ფოთის ჰოსპიტალში 33 ინფიცირებულია მოთავსებული. მათ შორის 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

სენამედის კლინკაში მკურნალობს 39 პაციენტი. აქედან მძიმეა 11-ის მდგომრეობა. "ლაზიკა მედიში" 38 პაციენტია. აქედან მძიმეა 2-ის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 16 პაციენტია მოთავსებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 164 პირი.

სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 89 ადამიანი.