საქართველოს 19.7 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი აქვს
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის
30 სექტემბრის მდგომარეობით 19.7 მლრდ აშშ დოლარი (64.7 მლრდ ლარი)
შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მონაცემები ბოლო ოთხი
კვარტლის მშპ-ს 120.4 პროცენტია.
2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 584.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 83.3 მლნ აშშ დოლარით, 48.9 მლნ აშშ დოლარით და 65.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.9 მლრდ აშშ დოლარი (29.3 მლრდ ლარი);
ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 457.8 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი);
სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 794.9 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი);
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი);
სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (15.6 მლრდ ლარი);
კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი).