ოკუპირებული რეგიონებიდან წელს სამჯერ მეტი სტუდენტი მივიღეთ - შერიგების მინისტრი
სკოლის შემდგომი მოსამზადებელი და სხვა საშეღავათო პროგრამების
შედეგად, წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ოკუპირებული რეგიონებიდან ჩაირიცხა სამჯერ მეტი ახალგაზრდა, -
განაცხადა მინისტრმა სერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში, თეა ახვლედიანმა, მიმდინარე წლის შემაჯამებელი ანგარიშის
წარდგენაზე.
მისივე ინფორმაციით, ასეთი დაახლოებით 400-მდე სტუდენტია.
"ეს უპრეცედენტო პროგრამა მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე და ითვალისწინებს სწავლების დაფინანსებას სტიპენდიასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას", - აღნიშნა შერიგების მინისტრმა.
პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდის გამო, წელს აბიტურიენტებს არ მისცემიათ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მოგვიანებით თბილისმა მათი უგამოცდოდ მიღების გადაწყვეტილება მიიღო. ახალგაზრდებისთვის, დე ფაქტო რესპუბლიკამ რამდენჯერმე გახსნა ცალმხრივად ხიდი, რათა მათ გადმოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ.