ახალი ამბები
აფხაზეთში 4 მლნ ლარამდე ღირებულების დახმარება შევიტანეთ - შერიგების მინისტრი
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩვენი ხელშეწყობით შექმნილი სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, წელს აფხაზეთის რეგიონში შეტანილ იქნა საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება, - განაცხადა წლიური ანგარიშის წარდგენაზე შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

თეა ახვლედიანის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა მათი თანხმობით დაიწყეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული 36 ახალი პროექტი.

"ნდობის აღდგენის თვალსაზრისით განსაკუთრებული დატვირთვა აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემას. პროცესი მიმდინარე წელსაც არ შეჩერებულა და პანდემიის მიუხედავად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით შესაძლებელი გახდა 13 ნეშტის გადმოსვენება" - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგი და ნდობის აღდგენა, შერიგების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია. სწორედ ამიტომ, მზად არიან აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის, დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განასახილველად.

მინისტრისვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეულწილად შეაფერხა ქვეყნის გარეთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული შეხვედრები, აღსანიშნავია აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის უახლესი წარმატებული მაგალითები და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გზით დაგროვილი დადებითი გამოცდილება.

"ამგვარი დიალოგითა და კონსტრუქციული მიდგომით სექტემბერში მოხერხდა აფხაზეთის რეგიონიდან 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად", - განმარტა მინისტრმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
13:08 / 10.04.2021
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.