იტალიაში ათი ტონა ქართული თაფლის ექსპორტი განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
ათი ტონა ქართული თაფლი იტალიაში ექსპორტზე გავიდა.
სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში საუბრობს თუ რა სამუშაოები განახორციელა ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, თაფლის ფალსიფიკაციისგან დაცვისა და ექსპორტის სტიმულირებისთვის:
„ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების (მძიმე მეტალები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) მონიტორინგის გეგმა. მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად იღებს 100 ნიმუშს და იკვლევს აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
კონტროლის სისტემის პარალელურად, ქვეყანაში გაუმჯობესდა ლაბორატორიული შესაძლებლობები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში დაინერგა თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია. მეფუტკრე ფერმერების ინფორმირების მიზნით, ჩატარდა საინფორმაციო აქტივობები“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე მტკიცებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა დარღვევების რაოდენობა. ქართული თაფლის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხორციელდება.