ახალი ამბები
ერთი კვირით ორბელიანების სასახლე მოქალაქეებისთვის გაიხსნება
სადღესასწაულო დღეებში, მსურველებს საქართველოს პრეზიდენტის ადგილსამყოფელის, ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერება შეეძლებათ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს განცხადებას და მოქალაქეებს დღეიდან, 31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ეპატიჟება.

„31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ!“, –  ნათქვამია განცხადებაში.