საშობაო მსვლელობა პანდემიის გამო არ გაიმართება
პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილოს" მსვლელობა არ მოეწყობა.
საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამღვდელოება მოსახლეობას
და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით
მიულოცავს შობას.
„წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები...“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
მათივე ცნობით, საშობაო მსახურება დაიწყება ხვალ, 6 იანვარს საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.
საშობაო „ალილო“ ტრადიციულად 7 იანვარს იმართება. ეწყობა მსვლელობა სადაც სასულიერო პირებთან ერთად ჩართული არიან მოქალაქეები.