ახალი ამბები
შშმ პირებს კოვიდ-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში დაეხმარებიან
FaceBook Twitter
E-mail Print
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამეგრელო, აჭარა, და გურიაში კოვიდ-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში დასახმარებლად ახალი პროგრამა იწყება.

ორგანიზაცია კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის "ფიფლ ინ ნიდ"- თან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმუშავებს შშმ პირებთან,
მათ ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და სერვისებს შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში შექმნილი მობილური ჯგუფების შემადგენლობაში შედიან მობილობის ასისტენტი, ექთანი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ცხელ ხაზზე შემოსული მოთხოვნების შესაბამისად, გაუწევენ ისეთ მხარდაჭერას, როგორიცაა ტრანსპორტირება ადაპტირებული ავტომობილით, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაციები, შერჩეული პროფესიონალების ბინაზე ვიზიტი, დახმარება გადაადგილებაში და ა.შ.

"საქართველოში, მაღალმთიან და სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხარისხიანი და კვალიფიციური სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებების მიღება პანდემიამდე პერიოდშიც უჭირდათ, კოვიდ-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომების მიღების გამო კი, უფრო მეტად შეიზღუდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მიწოდება, გართულდა გადაადგილება. პანდემიის მეორე ტალღამ კორონავირუსის უფრო ფართო გავრცელება გამოიწვია, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იზოლაციაში დარჩენის პერიოდი საგრძნობლად გაახანგრძლივა. არაერთი ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა, მთავრობის მიერ დაფინანსებული სოციალური სერვისები დროდადრო წყდება, რის გამოც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე რჩებიან", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ახალი სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება 11 იანვრიდან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი
გეგმის განხორციელება,
18:08 / 25.01.2022
ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება,
სოციალურ ქსელში
17:39 / 25.01.2022
სოციალურ ქსელში "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელის
არანაირი ალიანსი აქ არ არის. რამდენიმეჯერ გავუსვით ხაზი იმას, რომ
ჩვენ თავმიმდევრულად გვინდა
14:12 / 25.01.2022
არანაირი ალიანსი აქ არ არის. რამდენიმეჯერ გავუსვით ხაზი იმას, რომ ჩვენ თავმიმდევრულად გვინდა
14:02 / 25.01.2022
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის წალენჯიხის საკრებულოდან, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.