ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე გადაადგილება აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე გადაადგილება უკვე აღარ
არის შეზღუდული და ავტომანქანები გადაადგილდებიან. მათ შორის
ზუგდიდიდანაც შემოვიდნენ მანქანები, - უთხრა "ლაივპრესს" მესტიის
მერის მოადგილე ნელი ნავერიანმა.
მისივე თქმით, დააზუსტა ინფორმაცია და ჩამოშლილია არა მიწის ნაშალი, არამედ უზარმაზარი ლოდები. ამბობს, რომ ეს ადგილი ზოგადად პრობლემურია, რადგან ბალის კლდოვანი ქედის ნაწილს წარმოადგენს. უხვი ნალექის დროს კი მიწა ამ ლოდებს ვერ ამაგრებს.
ნელი ნავერიანის ცნობით, ადგილზე ტექნიკა ამ რომდე მუშაობს ტერიტორიის გასასუფთავებლად. მათ შორის დაიხმარეს ტექნიკა მეზბელი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რადგან მხოლოდ გრეიდერი საკმარისი არ აღმოჩნდა.
"ტექნიკა როცა იქ დგას, როგორც წესი, მეგზევეები ხელს უწყობენ, რომ არ შეფერხდეს მოძრაობა შეძლებისდაგვარად. შეზღუდული არ არის, თუმცა ჯერ კიდევ მუშაობენ", - გვითხრა მერის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, ტერიტორიას დღეს დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ ლოდებისგან.