ვგეგმავთ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ქსელების და მოლების გახსნას - ტიკარაძე
პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ქსელები და
მოლები. ამის შემდეგ გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ
წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება
წარმატებული სავაჭრო ქსელებში, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს შეეხება ბაზრებსაც, ყველა სფეროს გახსნა თებერვლიდან კი არ იგეგმება.
მინისტრი ამბობს, რომ გაიხსნება თუ არა ტრასნპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე იანვრის ბოლოს იმსჯელებენ, როცა ექნებათ უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დააწესებენ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო მეტად ეფექტური.
"ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან. ვინაიდან ჩვენთვის იყო საკმაოდ კარგი გამოცდილება ის საახალწლო გახსნა, რომელიც გვქონდა, ამ პერიოდში ვაკვირდებოდით, თუ რამდენად ეფექტურები ვიყავით გახსნის პერიოდში და შევძელით აღგვესრულებინა ყველა ის დადგენილი მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არგავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. დავხვეწეთ ეს მიდგომები. გვაქვს მათთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი და გავხსნათ ეკონომიკის გახსნისას პირველად სავაჭრო ქსელი. ამასთან დაკავშირებით ეს შეხვედრები გაგრძელდება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.