ამაზე საუბრის საშუალებას ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევს - ტიკარაძე სკოლების გახსნაზე
ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის
საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები,
- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის
დასრულების შემდეგ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სკოლებისა და ბაღების საკითხი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.
"ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. თუმცა, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. თუმცა გვაქვს გარკვეული მოსაზრებები. ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები", - აღნიშნა მინისტრმა.
ტიკარაძის თქმით, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა პირობას, სკოლებში ბავშვების უსაფრთხოდ მისაღებად.
სკოლები დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ სასწავლო პროცესს.