ახალი ამბები
16 იანვრის ჩათვლით საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს
14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.

საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.