ახალი ამბები
რუსეთის მოქალაქე აფხაზეთიდან ევკალიპტის დიდი რაოდენობით გატანას ცდილობდა
რუსეთის მოქალაქე ოკუპირებული აფხაზეთიდან ევკალიპტის უკანონოდ გაზიდვის მცდელობაში ამხილეს. აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე, ფსოუს ე.წ. საბაჟოზე თანამშრომლებმა მისი ავტომობილის დათვალიერებისას 236,5 კილოგრამი ევკალიპტი აღმოაჩინეს.

როგორც აფხაზური სააგენტოები წერენ, საქმეზე ადმინისტრაციული წესით მოკვლევა დაიწყო.