ბიძინა და ბადრი ესებუების საქმეს სასამართლო ცალ-ცალკე განიხილავს
საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრლდებულის, ბადრის ესებუას საქმეს
მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. ამ
შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. უთხრა "ლაივპრესს"
ბიძინა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ. მისი თქმით, მათთვის
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქმეებს ცალკე განიხილავენ, თუ ბადრი
ესებუას საქმესთან ერთად.
"პროკურატურამ თვითონ გამოყო ბადრის საქმიდან ბიძინას საქმე. ასე გადაწყვიტეს. ეს მათი დისკრეციაა და აქ ვერ შეედავები", - განმარტა იოსებ ჯანაშიამ.
უფლებადამცველის ცნობით, მათ მოითხოვეს წინასასამართლო სხდომის თარიღის გახანგრძლივება კიდევ 30 დღით, რადგან მტკიებულებების მოსაპოვებლად სხვა შემთხვევაში დრო არასაკმარისი იქნებოდა.
სხდომა 19 თებერვალს გაიმართება.
სასამართლომ იმსჯელა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზეც, თუმცა ბიძინა ესებუა კვლავ პატიმრობაში დარჩა.
ის სამართალდამცველებმა 12 დეკემბერს დააკავეს ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, ამასთან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები. შესაბამისად, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი.
ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს.
21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა. პირმა ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს. მათი ინფორმაციით, ეს არის ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მცხოვრები, 32 წლის ბადრი ესებუა. გამოძიება 236-ე, 323-ე, 329 - ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა - შენახვას და ტარებას გულისხმობს.