დისტანციური სწავლება შესაძლოა ზუგდიდის სოფლების სკოლებსაც შეეხოს
იმის გამო, რომ ზუგდიდის სოფლის სკოლებს ავტობუსები არ ემსახურება,
შესაძლოა 18 იანვრიდან სასწავლო პროცესის განახლება მოსწავლეებს არა
საკლასო ოთახებში, არამედ დისტანციურად მოუწიოთ.
განათლების რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას განცხადებით, სასკოლო ავტობუსებით მომსახურებაზე შესყიდვების სააგენტოს არ გამოუცხადებია, შეაბამისად, ბავშვები სასკოლო ავტობუსების გარეშე დარჩნენ.
"სასკოლო ავტობუსების მომსახურებაზე თანხას გამოყოფს სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ტენდერს კი შესყიდვების სააგენტო აცხადებს, თუმცა ამჯერად არ გამოუცხადებიათ. ამ საკითხზე ჩვენ საუბარი გვქონდა მერიასთან. ვითხოვეთ რომ 1 თებერვლამდე დამატებით თანხა მოიძიონ ბიუჯეტში ბავშვებისთვის სასკოლო ავტობუსების გამოყოფაზე. გვესმის, რომ ეს თანხა ბიუჯეტში წინასწარ გათვალისწინებული არ იქნებოდა, რის გამოც შესაძლოა მისი მოძიება ვერ მოხერხდეს, ამიტომაც განვიხილავთ დისტანციურ სწავლებას სოფლის სკოლებშიც 1 თებერვლამდე. თუმცა ჯერ კიდევ ველოდებით მერიისგან პასუხს", - გვითხრა მამუკა ბულიამ.
იქნება თუ არა დამატებითი თანხები მოძიებული სასკოლო ავტობუსებისთვის, ამაზე მერიაში გვითხრეს, რომ პასუხს მოგვიანებით გვეტყვიან.
სკოლებს მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ემსახურება, სადაც სკოლა 2 კილომეტრზე მეტრითაა დაშორებული.
განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ 18 იანვარს იწყება მეორე სემესტრი, რომელიც დიდი ქალაქების გარდა ყველგან საკლასო ოთახებში განახლდება.