"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ერთხმად აირჩია
თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე. პარტიის ყრილობა „ექსპო ჯორჯიას“
საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობდა და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით,
400-მდე დელეგატი ესწრებოდა.
ყრილობაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის არჩევის პარალელურად პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც დაამტკიცეს.
ყრილობის პარალელურად, „ექსპო ჯორჯიასთან“, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრინენ. ისინი აპროტესტებდნენ „გაყალბებულ არჩევნებს“. იყო გზის გადაკეტვის მცდელობა, რა დროსაც პოლიციასთან დაპირისპირებისას დაკავებულია რამდენიმე პირი.
პარტიის თავმჯდომარის 11 იანვარს დატოვა ბიძინა ივანიშვილმა. მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.