ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლების სკოლებს ავტობუსები მოემსახურება - სამინისტრო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფლის სკოლებისთვის ავტობუსებით მომსახურების შესყიდვა არ მომხდარა, რის გამოც შესაძლოა, სოფლებში სწავლა დისტანციურად განახლებულიყო.

განათლების სამინისტროში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ სოფლის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება და მოსწავლეების გადაყვანას ავტობუსებით, ის კომპანიები შეასრულებენ დროებით, ვინც აქამდე აკეთებდა.

"ხელშეკრულებები გავაგრძელეთ იმ კომპანიებთან, ვისაც ბავშვები აქამდე გადაჰყავდა. ამიტომ 18 იანვარს, სწავლა სოფლის სკოლებში საკლასო ოთახებში გაგრძელდება", - განაცხადეს სამინისტროში.

მანამდე, განათლების რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლელმა მამუკა ბულიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სასკოლო ავტობუსებით მომსახურებაზე ტენდერი შესყიდვების სააგენტოს არ გამოუცხადებია, რის გამოც, ბავშვები სასკოლო ავტობუსების გარეშე დარჩნენ. ამიტომაც სოფლის სკოლებში სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი შესაძლოა დისტანციურად გაგრძელდეს.

უცნობია, რა მიზეზით არ გამოცხადდა ტენდერი სასკოლო ავტობუსების მომსახურების შესყიდვაზე, სამინისტროში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ "ვერ მოესწრო".

სკოლებს მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ემსახურება, სადაც სკოლა 2 კილომეტრზე მეტრითაა დაშორებული.

18 იანვარს იწყება სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი, რომელიც დიდი ქალაქების გარდა ყველგან საკლასო ოთახებში განახლდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
19:20 / 07.03.2021
"ქართული ოცნების" განცხადებით, ტელევიზიით გასული ფარული ჩანაწერი იყო ფაბრიკაცია.
ასლან ბჟანიას ყოფილ თანაშემწეს ახრა ავძბას და მისი დაცვის 5 წევრს
ბრალი წაუყენეს.
18:50 / 07.03.2021
ასლან ბჟანიას ყოფილ თანაშემწეს ახრა ავძბას და მისი დაცვის 5 წევრს ბრალი წაუყენეს.
კანცელარიასთან აქცია
18:25 / 07.03.2021
კანცელარიასთან აქცია " შეაგინე ბერას" მიმდინარეობს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან რეგულაციების
ნაწილი მსუბუქდება.
17:06 / 07.03.2021
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება.
ვიდეო
პანდემიაში დაწერილი სიმღერები - ლიზას და ლიკას მუსიკალური კარანტინი [ვიდეო]
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი თავისი
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ზუგდიდელი მუსიკოსის საინტერესო კარანტინი [ვიდეო]
ფანდური, ბასფანდური, ჩონგური, სალამური და კიდევ სხვა ბევრი
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ფოტო
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.