ქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთში 9 მედალი და გუნდური პირველობა მოიპოვეს
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დასრულდა ანრი დეგლანი სახელობის
საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება, სადაც საქართველოს თავისუფალი
სტილით ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი
მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლები დათო ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლები კი ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ).
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო პირველ ადგილზეა. მეორეზეა აშშ, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი.
დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ ტატამზე. მათ შორისაა ევროპისა და მსოფლიოს ხობელი ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.