ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია - მთავრობა
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა
გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის ინფორმაციით,
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, -
გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი
გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი
სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.
დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს.
ვაქცინაციის გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. ამ გეგმას მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ.
უფრო ადრე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს.
ვაქცინაციას 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ლარი დასჭირდება.