ახალი ამბები
ნუგზარ წურწუმიამ პორტუგალიელი მოჭიდავე დაამარცხა
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დეგლანის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშების პირველი შეხვედრა მოიგო ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ.

მან 7:0 ძლია პორტუგალიელ მოჭიდავე სილვა ანდრეს.

თავის პირველ დაპირისპირებაში გაიმარჯვა გიორგი მელიამაც.

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.