ახალი ამბები
ხობელი მოჭიდავე საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა
ხობელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია საფრანგეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურინირს გამოეთიშა. ის თურქ სპორტსმენთან, ქილიკ სერიფთან დამარცხდა ანგარიშით 12:4.

მანამდე ნუგზარ წურწუმიამ ბრაზილიელ, თურქ და პორტუგალიელ მეტოქეს მოუგო.

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება მიმდინარეობს.

გუშინ, 16 იანვარს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 9 მედალი და გუნდური პირველობა მოიპოვეს.